ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

Editor Dali
0
ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

 როგორი ამინდი იქნება 23 აპრილს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

Editor Dali
0
სინოპტიკოსების ცნობით, 23 აპრილს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა იქნება გუდაურში, +6 გრადუსი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +22 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +24 – წვიმა ზუგდიდი +22 – მოღრუბლული მესტია +13 – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი +17 – მოღრუბლული ბათუმი +17 – მოღრუბლული ოზურგეთი +20 – მოღრუბლული ქუთაისი +24 – […]

უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. „სალაპარაკო არაფერია. ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინელი ხალხის ტერიტორიაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „როგორც კი იწყება საუბრები ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე, მაშინვე შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც რუსეთს სურს – ომის გაჭიანურება, რადგან ყველაფერზე სწრაფად მოლაპარაკება არ გამოვა“, – დასძინა ვოლოდიმირ […]

საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი-მეუფე შიო

Editor Dali
0
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. „ძვირფასო ძმებო და დებო, საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი, ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელს სამყაროს აუწყა, უჩვენა ამ […]

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს მიხვდებით, რომ მოსაწყენი ოფისების გარდა, შემოსავლის სხვა გზებიც არსებობს. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ თქვენი დაფარული უნარები გამოავლინოთ – ეს უნარები შეიძლება მომავალში შემოსავლის წყაროდ იქცეს. დაოჯახებული ვერძებისთვის დღის მეორე ნახევარი სტუმრობისთვის ხელსაყრელი დროა, მარტოხელებს კი შესაძლოა, ბედმა პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანოს. კურო კუროებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან ვარსკვლავების განლაგება ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]

ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს

Editor Dali
0
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც ანონიმური წყაროები სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავენ, ბოლო კვირების განმავლობაში მაკრონი ახლო გარემოცვას მსგავსი სცენარის შესახებ ესაუბრებოდა. „ბლუმბერგი“ წერს, რომ განხილვები მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაკრონი ფიქრობდა, საპარლამენტო […]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

Editor Dali
0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოხატავს პატივისცემას პაპ ფრანცისკეს მიმართ და ლოცულობს მისი უკვდავი სულისთვის. „მის მაღალყოვლად უსამღვდელოესობას, კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს, კარდინალთა კოლეგიის დუაიენს. დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი, ჩვენი […]

ვიწყებ სახელმწიფო დეპარტამენტის ფართო რეორგანიზაციას, გაუქმდება ზედმეტი ოფისები და პროგრამები, რომლებიც არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ დავაშრობთ ბიუროკრატიულ ჭაობს -მარკო რუბიო

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციას იწყებს. როგორც რუბიო განმარტავს, რეფორმის მიზანია, უწყება შეესაბამებოდეს თანამედროვე გამოწვევებს. რეფორმის შესახებ საუბარია მარკო რუბიოს სტატიაში სახელწოდებით „ახალი სახელმწიფო დეპარტამენტი – ახალი ეპოქის გამოწვევებისთვის“. „დღეს ამერიკა დიდი ძალების კონკურენციის ახალ ეპოქასა და მრავალპოლარული წესრიგის აღზევებას უპირისპირდება სახელმწიფო დეპარტამენტით, რომელიც ახშობს შემოქმედებითობას, მოკლებულია ანგარიშვალდებულებას და ზოგჯერ ღია მტრობაში გადადის ამერიკის […]

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა

Editor Dali
-1
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს. „ბრიუსელი და პარტია „ტიზა“ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. მოდით, არ მივცეთ მათ საშუალება, გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი. მე უკვე გავაკეთე არჩევანი“, – წერს ორბანი. ვიქტორ ორბანმა 5 მარტს დააანონსა, რომ აპირებს, გამოჰკითხოს […]

ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.   მათი ცნობით, ინდოეთის კაშმირის რეგიონში შიდა ტურისტების ჯგუფს ცეცხლის გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს და ცნობილია როგორც “ინდოეთის შვეიცარია”.   რეგიონის მთავარი მინისტრის, […]

საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.   „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები“, – განაცხადა ბარციცმა. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აპრილს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1614 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1249 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]