გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული […]

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

Admin Tamuna
0
ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. „რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 აპრილს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7492 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7496 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1354 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება – გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე

Admin Tamuna
0
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა. […]

აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება 

Admin Tamuna
0
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.   25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ: 25-27 აპრილი – დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში; 25-27 აპრილი – […]

ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“ – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისიმ“ (BBC) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“: როგორია აშშ-ის გეგმა და რა მოჰყვება მის სავარაუდო რეალიზებას“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობების ფონზე, მოცემულია „ამერიკული გეგმის“ შინაარსი  და განხილულია მხარეთა პოზიციები. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ლონდონში შეხვედრამ, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო […]

დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. „თუ ვინმეს მართაც ობიექტურად აქვს სურვილი ნახოს, რა გააკეთა საქართველომ ამ მიმართულებით ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული […]

თიბისის და გიორგი მამარდაშვილის სტრატეგიული პარტნიორობა იწყება

Editor Dali
0
ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ.  საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება […]

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აგრესიის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი -სერგეი შოიგუ

Editor Dali
0
დასავლეთის ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შოიგუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადეს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, შეწყვიტოს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა, თუ უახლოეს პერიოდში […]

“ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი”-რას ამბობ უჩა ნანუაშვილი რუსი “პრანკერები” გადაცემა “ანტი-ფეიკში”გასულ სიუჟეტზე?

Editor Dali
0
ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რუსეთის არხზე გასული სიუჟეტი არის დამონტაჟებული, ორიგინალში კი აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. „ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების […]

ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს  -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს, აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი […]

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

Editor Dali
0
კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების […]