მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების […]