ჩემს მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა, შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში -ირაკლი ღარიბაშვილი

Editor Dali
0
ჩემს მომავალ საქმიანობას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს. ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის შესახებ მომავალში გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება […]

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

Editor Dali
0
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი […]

უკრაინას შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა მოუწიოს -ვიტალი კლიჩკო

Editor Dali
0
უკრაინას შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიის დათმობა. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, ეს იყოს დროებითი გამოსავალი“, – განაცხადა კლიჩკომ. კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი „არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ოკუპაციას“. კლიჩკოს თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინის […]

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

Editor Dali
0
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, მოგვიანებით კი მეორე ბრალდებულთან ერთად დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის […]

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ არის რამდენიმე ელემენტი, რომელთაც დამუშავება სჭირდება -სერგეი ლავროვი

Editor Dali
0
რუსეთი მზად არის, აშშ-თან უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს შეთანხმების ელემენტები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, ტრამპს არ გაუმხელია შეთანხმების კონკრეტული ელემენტები, ამიტომ არც ის გააკეთებს ამას. „აშშ-ის პრეზიდენტს სჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. განცხადებაში პრეზიდენტი ახსენებს შეთანხმებას და ჩვენ მზად […]

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი გირჩევთ, მოგზაურობა სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ აქტივობას შესაძლოა, დაძაბულობა და კონფლიქტები მოჰყვეს. სასურველია, რომ მთელი დღე ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. კლასიკური ლიტერატურა და სასიამოვნო მუსიკა სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — შესაძლოა, ზოგი წინასწარმეტყველური იყოს და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გამცნოთ. კურო ამ დღეს ყველა იდეა, რომელიც თავში მოგივათ, […]

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი […]

აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ-ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი უახლოეს ხანებში ეყოლება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. „საქართველოს მხრიდან წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები, მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები და აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელიც […]

„აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია”-ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს და ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია. „ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ძალიან კარგ წინაპირობას, რათა ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტიანი და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს. […]

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა  მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს” -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე,  სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია” – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან […]

2025 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებები საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება – შსს

Editor Dali
-1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 17 აპრილს მიღებული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. შსს-ს განმარტებით, დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს […]