აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში, შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში მოგზაურობა ვეღარ შეძლონ. ამ ფორმით უწყებას სურს, დაიცვას ამერიკელი გადასახადების გადამხდელები. „მიუღებელია, უცხოელმა […]

განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის ევროპარლამენტარისგან, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით – ვლადიმერ ბოჟაძე 

Admin Tamuna
0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარისგან, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით – ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს, არ არის […]

საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ითრევდა. ,,სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აპრილს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7492 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1224 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1300 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

არ მგონია, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას- დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება. „ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ამას ყველა ხვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ტრამპის განცხადებით, ყირიმის საკითხი დაკავშირებულია ობამას ადმინისტრაციასთან. „ეს ობამას ომია. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა […]

არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ, ჩართული იყო ზოგიერთი დიპლომატიც, შოკი მიიღეს, როცა აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჰყავს. „მილიონ 120 ათასი ადამიანის პოლიტიკურ გენოციდს ვერავინ ჩაატარებს, რათა ან ქვეყნიდან გაყარონ, ან სახლში ჩაკეტონ და ხმა არ ამოიღონ. ამ ქვეყანაში მილიონ 120 ათასს ადამიანს ვერავინ გააჩუმებს, რაც […]

9 მაისს რუსეთში წასვლაზე კითხვა არის სისულელე და არასერიოზული, როგორ იქნება იქ საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია? -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
9 მაისს რუსეთში წასვლაზე კითხვა არის სისულელე და არასერიოზული, როგორ იქნება იქ საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა და ამაზე ჩუმად იყვნენ, ეს ქვეყნის ღალატია. „ეს კითხვა აბსოლუტური სისულელე და არასერიოზულია. რა თქმა უნდა, არა. როგორ იქნება იქ საქართველოს […]

საქართველო და აშშ – ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ -ლევან დავითაშვილი

Editor Dali
0
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა.    შეხვედრა აშშ – ში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ – ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა […]

 “დონალდ ტრამპი უკრაინას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ კიევი უარს აცხადებს ყირიმის რუსეთისათვის გადაცემაზე”- Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თამსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ კიევი უარს აცხადებს ყირიმის რუსეთისათვის გადაცემაზე“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი, ლიუსი ფიშერი და ბენ ჰოლი). „დონალდ ტრამპი დარწმუნებულია: უკრაინას ცუდად აქვს საქმე, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში მომგებიანი კარტები არ აქვს, ამიტომ დათმობაზე უნდა წავიდეს და თუ ასე არ მოიქცევა, იგი ქვეყანას მთლიანად დაკარგავს“, – ასეთია პუბლიკაციის ძირითადი აზრი. გთავაზობთ სტატიის […]

ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი, მათ შორის, იმაში, რომ, ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, მადლობა ამ წნეხის გაძლებისთვის -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი, მათ შორის, იმაში, რომ, ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მადლობა უნდა გადაუხადონ ღარიბაშვილს იმ საქმისთვის, რაც ქვეყნისთვის გაწია. „ყველას შევახსენებ, რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. შეგახსენებთ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, […]

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

Editor Dali
0
  თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.   წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.   ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში.  ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, […]

ვის უნდა დავუპირისპირდე? მსგავსი არაფერი განიხილება. ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები -ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით შესაძლო დაბრუნებაზე

Editor Dali
0
ვის უნდა დავუპირისპირდე? მსგავსი არაფერი განიხილება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას: მოსალოდნელია თუ არა, რომ ის პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. „ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, […]