ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

Editor Dali
0
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსნებს. ცენტრალური საარჩევნოკომისია პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. „როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ […]

 არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო ბოიკოტმა თუ ვინმე პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თავად რადიკალური ოპოზიციაა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა. სკეპტიკოსთა თუ ავისმსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ […]

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა

Editor Dali
0
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის – სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ტარდება. კურასეპტი სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვის ქიმიური და მექანიკური საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტის ხაზებით, მათ […]

ვხედავ, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, ვითარებას უკეთ აცნობიერებს და გარიგების დადება სურს, მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, ბევრ რამეს გავიგებთ-ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით. ტრამპის თქმით, ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, ოვალურ კაბინეტში მათი დაპირისპირება კი მცირე დაბრკოლება იყო. „ვხედავ, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, სიტუაციას უკეთ აცნობიერებს და გარიგების დადება სურს. ვფიქრობ, რომ […]

“ავერსის” სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს  ქეშბექ აქციას სთავაზობს

Editor Dali
0
ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით „ავერსის“ აფთიაქებში მინიმუმ 50 ლარის ღირებულების ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი მომენტალურად დაიბრუნებს გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს. შეთავაზება ვრცელდება „ავერსის“ ონლაინ მაღაზიაზეც – https://shop.aversi.ge/ka/ ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხაა 30 ლარი. (R)

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს […]

პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ გვინდა გარანტიები, რომ ეს აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად -სერგეი ლავროვი

Editor Dali
0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება. ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს […]

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე ახალ ძალებს, მოქმედებისა და მიზნების მიღწევის სურვილს მოგიტანთ. თქვენს ხელთ არის ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევისთვის გჭირდებათ. ეს კვირა აპრილში დაწყებული ცვლილებების გაგრძელება იქნება, განსაკუთრებით მეწარმეებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის. სამუშაო პროცესები სწორი მიმართულებით განვითარდება, თუმცა შედეგების მისაღწევად შეიძლება იმაზე მეტი ლოდინი დაგჭირდეთ, ვიდრე გეგონათ. ამასთან, ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდება. კურო ამ დღიდან მოვლენების […]

ლავროვი: ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპს ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიის მთლიანობის შესახებ. „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა. რუსეთი […]

,,ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია”- მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკური მდგენელი ემატება შეჩერების მექანიზმებს, ანუ შესაძლოა დაემატოს ევროკავშირის გაუარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან და ეს შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრისას. „ამ საკითხზე საინტერესო ის არის, რომ აჟიოტაჟი ატეხა იმ ხალხმა, ვინც დღე და ღამ მუშაობს იმისთვის, […]

არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, გარკვეული კანონების მიღება ამერიკასა და ევროპაში შეიძლება, თუმცა საქართველოში – არა. „ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას – არა და დავრბივართ ქუჩებში – პირველი დღე, მეორე […]

“დიდი გადანაწილება და საქართველო” – მოკრძალებული ანალიზი -გურამ სანადირაძე

მსოფლიოში დიდი გადანაწილების პერიოდი დადგა. 1991 წლის დეკემბერს, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და მისი ბლოკი, დასრულდა იალტა-პოტსდამის 45 წლიანი შედარებით მშვიდობიანი პერიოდი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას მოჰყვა მსოფლიოს დიდი გადანაწილება, რამაც დღეისათვის საკმაოდ მაღალი ინტენსივობა შეიძინა და რომლის შედეგები და დასრულების ვადა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რუსეთ-უკრაინის ზავი დიდი იმედებია რუსეთ-უკრაინის დაზავებასთან დაკავშირებით. მაგრამ მოვლენებს საღი თვალით […]