მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები “დარიალის” სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად -ალექსანდრე დარახველიძე

Editor Dali
0
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის თქმით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის აანაზღაუროს ამ პირების დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც. „გვსურს, საზოგადოებას […]

ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

Editor Dali
0
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი. გარდა ამისა, […]

გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, ხოლო, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია: 1981 წელს […]

ცესკო იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს. ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა, მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია. არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება“, „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია საქართველოსთვის“; „გირჩი“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „კონსერვატორები საქართველოსთვის“; „მამული, ენა, სარწმუნოება“; […]

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
მთვარის მე-12-13 დღე. ამ დღეს მთავარია, ხშირად ისაუბროთ. არაფერს გააფუჭებინოთ კარგი განწყობა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ახალ შემოთავაზებებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ დარწმუნებული ხართ ყველა დეტალში. გახსოვდეთ, ემოციების კონტროლი მთავარია. ახლა ყველაზე მეტად ერიდეთ პრობლემებს. ვერძი იმისათვის, რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად გააკონტროლეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი […]

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება – ამინდი იცვლება

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

Admin Tamuna
0
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დასრულდა.   კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე […]

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

Admin Tamuna
0
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პეკინში და პირველივე წელს მედლის მოპოვებაც შეძლო.   ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. […]

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია უდიდესი გულისტკივილით, რაც უკავშირდება 17 წლის წინ განხორციელებულ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას – ახვლედიანი

Admin Tamuna
0
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6964 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6964 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1367 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის დღევანდელ, 8 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით: „ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით“ (ავტორი – სმიუელ რამანი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ: რა სურს დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობით? გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: […]

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

Editor Dali
0
კინომოგზაურობა შედგა – თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს. „კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა. 6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა – ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, […]