მამუკა ხაზარაძესთან ქირავნობის ხელშეკრულება საკმაოდ სკანდალური ფაქტია, ან ადგილი ჰქონდა გადასახადების დამალვას, ან, რეალურად, გერმანიის ელჩი თანხას არ იხდიდა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ, რეალურად, არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. „ეს […]

ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და, რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ […]

“კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება” -BBC

Editor Dali
0
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ “ბიბისიმ” (BBC) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით: “კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერ-ჯერობით პასუხის გარეშე რჩება”. პუბლიკაციაში განხილულია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაადასტურეს, რომ კრემლში გამართული მოლაპარაკების შედეგად ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი […]

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ოთხი წლის შემდეგ საქართველო და თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ […]

სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

Editor Dali
0
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. დღეს საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელეს. დათაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა სასამართლოს აცილებას და აცხადებდა, რომ ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია და ეს […]

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

Editor Dali
0
ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, – ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანდიდატები დაიცავენ მომავალში მოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში. „გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო […]

სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპს შესაძლოა მართლაც სურს უკრაინაში მშვიდობის დამყარება – რუსეთის თანხმობის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ჩინეთის ნეგატიური პოზიციით გამოიხატება, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ექს-თანამშრომელი). „ჩინეთს აშშ-სა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 აგვისტოს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1466 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

როდესაც ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს რისკის ქვეშ არ დააყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას – ბოჭორიშვილი

Admin Tamuna
-1
ბოჭორიშვილი: როდესაც ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი […]

დავაკავეთ ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი – გეკა გელაძე

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია ბოლო 24 საათის […]

რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ – კრემლი

Admin Tamuna
0
რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. მისი თქმით, ახლა ორი ქვეყნის ლიდერების სამიტზე მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა შეხვედრის ადგილიც შეათანხმეს. ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობა – აღნიშნა უშაკოვმა. „ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპში, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი, ანუ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა […]

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Admin Tamuna
0
10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას – სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის ონლაინ გაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთ გამორჩეული, ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია. როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი ამბობს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — […]