რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს – დონალდ ტუსკი

Editor Dali
0
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გაიყინოს.  ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განუცხადა. „არსებობს გარკვეული მინიშნებები და ასევე მაქვს ინტუიცია, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაიყინოს“, – აღნიშნა ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. ტუსკის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ძალიან ფრთხილობს, […]

საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Editor Dali
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მანამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს და აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ამასთან, მათ სასამართლოს მოუწოდეს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი […]

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს -კახა კალაძე

Editor Dali
0
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგები უმძიმესი იყო, მათ შორის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებში იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. „უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ […]

გმირების ოჯახების რეაქციისა და კომისიის ვერდიქტის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებას და მფარველებს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გმირების ოჯახების რეაქციის უნდა ეშინოდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ყველა განშტოებასა და მფარველებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლურ რეჟიმს მფარველობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საბოლოო ვერდიქტს დადებს. „სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი უნდა ძრწოდეს, უნდა ეშინოდეთ გმირების ოჯახების რეაქციის. სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში […]

რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არაფერი ამართლებს რუსეთის ქმედებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20პროცენტი და, რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას. „ჩვენ რომ ხვალ ცხინვალში ან სოხუმში შევიჭრათ, ეს […]

პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს სამშობლოს ღირსება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული […]

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. „მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. ეს არასდროს უნდა დაისვას კითხვის ნიშნის […]

17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ისტორია კარგი მასწავლებელია, ვიდრე ის ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა. ომი და სისხლისღვრა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ… ომები, რომლებიც წარმოშობენ სამშობლოსთვის თავდადებულ […]

08.08 -2008 – აგვისტოს ომის ქრონიკა

Editor Dali
0
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.  5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი. 2008 წლის 26 […]

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? – სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და ათი წლის შემდეგ გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი […]

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი პლანეტების განლაგება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ. ნუ გაფლანგავთ ენერგიას წვრილმანებზე და ყველაზე მთავარი ამოცანისკენ მიმართეთ. ეცადეთ, რომ პირად ურთიერთობებში არა მხოლოდ ვნება, არამედ მეფური დიდსულოვნებაც გამოავლინოთ. გირჩევთ, საღამოს ოჯახის ლიდერის როლი ოჯახის კეთილშობილი წევრის როლით შეცვალოთ – ეს ურთიერთობებში ჰარმონიას აღადგენს. კურო სტაბილურობისკენ სწრაფვა თქვენს მთავარ უპირატესობად იქცევა. მაშინ, როცა სხვები ჩქარობენ და რისკავენ, […]

მამუკა ხაზარაძესთან ქირავნობის ხელშეკრულება საკმაოდ სკანდალური ფაქტია, ან ადგილი ჰქონდა გადასახადების დამალვას, ან, რეალურად, გერმანიის ელჩი თანხას არ იხდიდა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ, რეალურად, არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. „ეს […]