ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია – დავით მათიკაშვილი

Admin Tamuna
0
ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. გორდულაძე გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს. „რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რამეთუ ვერც […]

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

Admin Tamuna
0
„ავტონომიური გუნდების მართვა“ – სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა. DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან. თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს […]

რთულ ვითარებაში მყოფი ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

Admin Tamuna
0
ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე. ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან […]

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა

Admin Tamuna
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. […]

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ხელოვან ვერძებს წარმატებული დღე ელით, ბიზნესმენებს კი პირიქით – ახალი გატაცება მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კარგი იქნება, ექიმთან ვიზიტისთვის დრო გამონახოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება. კურო ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის საფუძველზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. ტყუპები […]

ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება. „ტრამპმა ისაუბრა რაღაცებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მან თქვა, რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სწორედ ეს უნდა – ნატო […]

თურქული გამოცემა ზელენსკისა და მისი გარემოცვის წევრების, სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

ურნალისტური გამოძიების შედეგები ცნობილია, თურქული გამოცემის “აიდინლიქის” ხელში აღმოჩნდა კონკრეტული საბანკო ანგარიშების ნომრები, რომლებზეც ზელენსკი და მისი გარემოცვის უახლოესი წევრები, სავარაუდოდ, ყოველთვიურად კორუფციული გარიგებებით მიღებულ ფულს, 50 მილიონ აშშ დოლარს რიცხავდნენ. გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებული პირები ფულს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში მალავდნენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ორი კომპანია, რომლის ანგარიშებზეც, სავარაუდოდ, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 აგვისტოს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7226 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0284 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან მათი საჯარო ხმამაღალი მოთხოვნებით დონალდ ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ბენ რეილ-სმიტი), რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება – კრიტიკული განცხადებებით შეიძლება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის […]

ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი – Financial Times

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი“ (ავტორი – გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: იუნჰენის 1938 წლის შეთანხმება ხშირად მოიხსენიება ისეთი სიტუაციის აღმნიშვნელ  მოქმედებად, როცა დიქტატორების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ. ტრამპისა და პუტინის სამიტი, რომელიც 15 აგვისტოს არის დაგეგმილი ალასკაზე, ერთ-ერთი თვალსაზრისით ძალიან […]

ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს – ირაკლი კირცხალია

Admin Tamuna
0
ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ირაკლი კუპრაძის და ბერდია სიჭინავას გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას. „ეს არის მათი შიდა დეტალები, კონსპირაცია, რომელიც უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ღიმილის მომგვრელია ერთი მარტივი ფაქტის […]

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Admin Tamuna
0
დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება. სწორედ ასე დაიწყო კომპანია „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია: პერიოდით, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქა​​რთული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო, იმპორტულ პროდუქტზე გადართულიყო. ამგვარმა მოცემულობამ დავით მეფარიშვილი მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას […]