პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო საკრებულოსთვის თითო პარტიული სია. „პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 45-ზე მეტი, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის 50-ზე […]

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

Admin Tamuna
0
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა სამეწარმეო EXPO 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, 13-14 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეოთხედ გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 200 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან დევნილი ქალები უკრაინიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

Admin Tamuna
0
წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების […]

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?     ვერძი ამ დღეს „რევერანსებით საუბრის“ ხასიათზე არ ხართ და გსურთ, ადამიანებს სახეში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პირდაპირობა კონფლიქტის მიზეზად იქცეს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. საქმეში, რომელსაც დამოუკიდებლად დაიწყებთ და დაასრულებთ, შეიძლება შეუძლებელი შეძლოთ. კურო […]

საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისათვის რეგიონში და რეგიონს მიღმა – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   ერდოღანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც მიხელ ყაველაშვილთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს.   მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო […]

საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში – მიხეილ ყაველაშვილი

მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა […]

შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა […]

უცხოური ვალუტის კურსი 13 აგვისტოსთვის

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6948 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1381 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული – ტრამპი

Admin Tamuna
0
„ვლადიმერ პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული“, – განაცხადა 11 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა თავისი კარგი ურთიერთობები რუს კოლეგასთან და იმედი გამოხატა, რომ სამიტი ნაყოფიერი იქნება. პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის (The White House) ვებ-გვერდზე სათაურით „მალე დავიწყებთ“. გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან: […]

ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

Admin Tamuna
0
წლიური ინფლაცია ივლისში 4.3%-მდე გაიზარდა, რაც ივნისის მონაცემს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება და 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ივნისის 7.3%-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ყოველთვიური ინფლაცია და ივლისში მიზნობრივ მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მეტი, 3.1% შეადგინა. თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს სხვა ანალიტიკური საზომებიც, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მთლიანობაში, […]

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

Admin Tamuna
0
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.   ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.   საარჩევნო ადმინისტრაცია სრული […]

არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, რადგან საკუთრების უფლებას კანონი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ძალით არავის გამოიყვანს. „მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ […]