საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით,  ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა  და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 […]

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

Editor Dali
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილის მშობლებმა საქართველო 2025 წლის 26 თებერვალს დატოვეს და ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. დაცვის მხარე მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათივე განმარტებით, საქმეში ბაჩიაშვილის მშობლების ბრალეულიბა არ არსებობს და ისინი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ვის რამდენით ეზრდება პენსია 2026 წლის იანვრიდან?

Editor Dali
0
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 800,0 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი, რომლის ფარგლებში, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება, 2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა გაიმართება – რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს

Editor Dali
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, მასშტაბური გამოფენა, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება, რომელიც მონაწილეებისთვის ახალი ბაზრისა და შესაძლებლობების ათვისებას შეუწყობს ხელს. ორდღიანი კონფერენცია, “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს გააერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის. ბოლო წლებში, უზბეკეთის საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც […]

NGO-ების თემა უკვე გაშიფრულია, უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამას და ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ -კახა კალაძე

Editor Dali
0
ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საპროტესტო ტალღის აგორებისა და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის ორგანიზების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, ჩართვის შესახებ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების გავლით უცხოური დაფინანსების თემები უკვე გაშიფრულია. „ამ ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ […]

ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ს პრესსპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. „ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ […]

საქართველოს დებიუტი AI მსოფლიო ოლიმპიადაზე და გიგი მოლაშხიას განათლების ამბავი

Editor Dali
0
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებული მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, პეკინში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზა. საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, და პირველი გამარჯვებაც – ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს […]

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს -იუსტიციის სამინისტრო

Editor Dali
0
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. „2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო […]

თიბისი ტექი – უკვე 1000 თანამშრომელი

Editor Dali
0
თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა. 180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა – ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას. “ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება […]

საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭირო სტანდარტებს, მთავრობის მდგრადი ძალისხმევის გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ დარჩა -სახელმწიფო დეპარტამენტი

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირების გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ (Tier 1) დარჩა. „ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის […]

30 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გაგრა +22 – ცვალებადი ღრუბლიანობა სოხუმი +23 – წვიმა ზუგდიდი +19 – წვიმა მესტია +20 -წვიმა ფოთი +25 – წვიმა ბათუმი +21 – წვიმა […]