თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

Editor Dali
0
8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით – ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა”. ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი – თიბისი იყო. 50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია  მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი. უზბეკეთის […]

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

Editor Dali
0
თიბისის მხარდაჭერით 2025 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება. პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და  ცაგერის ისტორიული  მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორია მარიამ კაკაბაძე. ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს […]

უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა – ცესკო

Editor Dali
0
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ჰქონდა საშუალება, დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად” მოხსენიება, პროცესის […]

ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი დაეგმოთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ თავდასხმა ქართველ ხალხზე -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება. ,,გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს […]

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო

Editor Dali
0
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. „2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების […]

საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი

Editor Dali
0
„ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით,” – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News – სთან ინტერვიუში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ […]

მაკა ბოჭორიშვილი: ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა, გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად

დღეს ლუქსემბურგში იყო საქართველოს საკითხის განხილვა. შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სავიზო რეჟიმის საკითხების დაკავშირება როგორ ხდება საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა […]

21 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

  დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ  რაიონში წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლი,  ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +8,+13°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში – […]

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი უაღრესად წარმატებული დღე გელით. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს საკუთარი ინტელექტით და ენერგიით გარშემო მყოფებს გააოცებთ. ეს დღე იმდენად ნაყოფიერია, რომ წვრილმანებზე მისი დახარჯვა არაგონივრული იქნება. კურო პლანეტების განლაგება თავდაჯერებით აგავსებთ. ეს დღე მშვიდად და განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. თუ რაღაც იმაზე მეტი გსურთ მიიღოთ, ვიდრე მშვიდად გატარებული […]

კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი პოლ ჰოპსლოტი და ამავე ინსტიტუტის მკვლევარი, ჰიელტ ალჰრა, კახეთში, ომის ვეტერან მევენახეებსა და მეღვინეებს ეწვივნენ. სტუმრებს, მეგზურობას უწევდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსხურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად. ჰოლანდიელი სტუმრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის მიზეზი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, საქართველოს ვეტერანების მიმართ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7076 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1560 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1680 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ტრამპ-პუტინის ბუდაპეშტის სამიტის პერსპექტივები

Editor Dali
0
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან მოულოდნელი ზარის შემდეგ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდება დროებით შეჩერდა. ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში სამიტს გეგმავენ. ტრამპის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების სხვადასხვა ახსნა არსებობს. თუმცა, ანკორიჯში პრეზიდენტების შეხვედრასთან პარალელების გავლება შეცდომაში შეგვიყვანს. სიტუაცია შეიცვალა და ბუდაპეშტის სამიტი სხვა სცენარით წარიმართება. ანკორიჯში პუტინმა დროის მოგება სცადა, იმედით ზაფხულის შეტევის წარმატებაზე. თუმცა, შეტევა […]