თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

Editor Dali
0
თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026-ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მარათონის მონაწილე. […]

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების თანახმად, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება. „კომპანიამ სოციალურ ქსელში […]

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად

ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები როცა გაყალბდა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ნიშნისმოგება დაუწყეს, ვის მეტი ხმა დაუწერა დიქტატურამ, ხალხიც არ გამოვიდა არჩევნების შედეგების დასაცავად. „პარტიები გადაიქცა ბიზნესპროექტებად. რა არის საფრთხე ბიზნესპროექტის? ის, […]

მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა და ვერ შეეგუება თავის დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას. „მე ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის […]

პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი

1-3 ივლისს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის ტემპერატურა 30-33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით 19-20 გრადუსის ფარგლებში იქნება. ამასთან, მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის გუდაურსა და თელავის მიმართულებით, ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ელჭექი და ხანმოკლე წვიმა.

თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა

Editor Dali
0
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრები გამართა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-სა […]

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

Editor Dali
0
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს. როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობისა და საერთაშორისო ნდობის აღიარებას წარმოადგენს. „PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი არჩევა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად […]

კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო. მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავლობაში გარედან არის თავს მოხვეული, უნდა დასრულდეს. „ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის პოლარიზაცია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავს […]

შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია

Editor Dali
0
ალბათ ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი არ დაემშვიდობა არც საქართველოს პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და არც პარლამენტს, რითაც აჩვენა, რომ უბრალოდ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. „ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული […]

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები

Editor Dali
0
  თიბისის მხარდაჭერით 2-4 ივლისს დიზაინის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს „სოციალური დიზაინის დღეებს“. მეოთხე გამოცემის თემა ფოკუსირდება ცირკულარულ დიზაინსა და მდგრად ინოვაციებზე. 3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი ისაუბრებს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. კონფერენცია შინაარსობრივად დაფარავს: არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების […]

ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება

Editor Dali
0
ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს და გერმანიას წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ, […]

პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად

Editor Dali
0
პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen” (ნახვამდის)”, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა.