თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში „მოიწვიე ფინედუ კლასში“, თიბისის თანამშრომლები ფინედუს დესპანების როლში ჩაერთნენ და სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ინტერაქციული შეხვედრები ჩაატარეს. პროექტის მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში თიბისის წარმომადგენლები ქობულეთის, ბათუმის, დაბა ჩაქვისა და რუსთავის 11 […]

შავკატ მირზიოევი – საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები უდავოდ მთავრობის, მთელი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა

Editor Dali
0
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის – მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივის მოლაპარაკებების დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და […]

ირაკლი კობახიძე – უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას

Editor Dali
0
საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არა მხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართული გაფართოებული მოლაპარაკებების დროს განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის მხარეს საქართველოს ძლიერი […]

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და […]

მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პუროჰამადი დახვდა. აეროპორტის დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზენდტ მასუდ ფეზეშქიანთან. საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. „შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის […]

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

Editor Dali
0
1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future” და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული […]

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტების რეკომენდაციები

Editor Dali
0
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. 2 თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან […]

“გაკვეთილი დონალდ ტრამპისათვის: როგორ ეცემიან ავტორიტარი ლიდერები”-Financial Times

Editor Dali
0
“გაკვეთილი დონალდ ტრამპისათვის: როგორ ეცემიან ავტორიტარი ლიდერები” – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რიჩმანი უნგრეთის, ბრაზილიისა და ფილიპინების ავტოკრატიული ლიდერების კრახის მაგალითზე აშშ-ის პრეზიდენტის სავარაუდო მოსალოდნელ პერსპექტივას განიხილავს. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: თეთრი სახლის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამერიკის გადარჩენის შესახებ“, რომლის მთავარ მიზანს აშშ-ის საარჩევნო სისტემის […]

“უკრაინის მიმართ დასავლეთის განწყობის ცვლილება ცუდი ამბავია რუსეთის ეკონომიკისთვის”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინის მიმართ დასავლეთის განწყობის ცვლილება ცუდი ამბავია რუსეთის ეკონომიკისთვის“ (ავტორი – მარტინ სანბუ). „რამდენადაც უკრაინა დრონებით დარტყმების შედეგად მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს, დასავლელ პოლიტიკოსთა შეფასებები ომის მიმართ უკრაინის სასარგებლოდ იცვლება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიის შინაარსს: როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტ-პოლიტოლოგები […]

თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური

Editor Dali
0
მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ამის გამო სერიოზული სინდისის […]

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვiს, […]