ვერძი

ეცადეთ, სამომავლო გეგმები არავის გაუმხილოთ, მით უმეტეს, თუ ისინი პირად ცხოვრებას ეხება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ უწყინარმა ფლირტმა შეიძლება ღალატის შთაბეჭდილება დატოვოს, ამიტომ ოჯახურ ჰარმონიას გაუფრთხილდით და მეუღლე არ აეჭვიანოთ. რუტინულ საქმეებს თავს შესანიშნავად გაართმევთ, თუმცა რთული ამოცანების გადაჭრა გაგიჭირდებათ. თუ გრძნობთ, რომ სასურველი შედეგის მიღებას ვერ ახერხებთ, დახმარებისთვის კოლეგებს მიმართეთ. თუ აუცილებელი არ არის, გაუმართლებლად ძვირად ღირებულ შენაძენებს უნდა მოერიდოთ. ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობამ შესაძლოა ენერგიის ვარდნა და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ყოველდღიური მენიუ შეძლებისდაგვარად გაამრავალფეროვნოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ. ამ დღეს მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებასა და ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას ადვილად შეძლებთ. ეცადეთ, ეს შინაგანი სიმშვიდე რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. წინასწარ შედგენილი განრიგი ყოველდღიურ საქმეებში თქვენი მთავარი დამხმარე იქნება. უახლოეს დღეებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და თქვენს მაცივარში იმდენი დელიკატესი გაჩნდება, რომ ადრე თუ გვიან, დიეტაზე დაჯდომა მოგიწევთ. ზოგჯერ უმჯობესია მცირედით დაკმაყოფილდეთ, ვიდრე მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობას შეეცადოთ.

ტყუპები

მათ, ვინც ხანგრძლივ ქორწინებაშია, მეუღლესთან მცირე კამათი და უთანხმოება ელის. დაპირისპირების მიზეზი ფულის ხარჯვა და ბავშვების აღზრდა იქნება. თუკი გრძნობთ, რომ მართალი არ ხართ, შერიგებაზე და ბოდიშის მოხდაზე უნდა იფიქროთ. ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ, გვერდში დაგიდგებიან, ხოლო ახალი ნაცნობები მალე სანდო დამხმარედ იქცევიან. სწავლისა და ახალი კავშირების დამყარების პროცესში სირთულეები გელით, თუმცა სიჩქარე და ნერვიულობა კატეგორიულად აკრძალულია. საღამო იდეალურია წვეულებისთვის, სადაც ახალი რომანტიკული ნაცნობობა გელით. თუ შფოთვას იგრძნობთ, საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მცირე დასვენებაა.

კირჩხიბი

გასული დღის პოზიტიური ტენდენციები მომდევნო 24 საათის განმავლობაშიც შენარჩუნდება. დაოჯახებული კირჩხიბის გრძნობები კიდევ უფრო ღრმა და ემოციური გახდება. დღევანდელი დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების, მეგობრული მხარდაჭერისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. მიუხედავად ამისა, ეცადეთ ყველა საქმეში სიფრთხილე გამოიჩინოთ. შოპინგისთვის ახლა საუკეთესო პერიოდი არაა, ამიტომ სავაჭროდ წასვლისგან ჯობს თავი შეიკავოთ. გირჩევთ სპორტული ვარჯიშებისთვის დრო გამონახოთ - ეს ლამაზი აღნაგობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ლომი

მარსი მეხუთე სახლში ინაცვლებს და ვენერას უპირისპირდება. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ, ხოლო ურთიერთობა ხშირად აგრესიულ და დაძაბულ ხასიათს მიიღებს. კონფლიქტების ასაცილებლად, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. სახლის საფუძვლიანი დასუფთავება, კარადების მოწესრიგება ან საყვარელი ადამიანის ჩახუტება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. სამუშაო დღე მშვიდად ჩაივლის, საღამო კი ხელსაყრელია პირად საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად. თუ კარიერასა და ოჯახს შორის წონასწორობას შეინარჩუნებთ, თქვენი გეგმა უმოკლეს დროში შესრულდება. ეცადეთ ახალი საქმეების დაწყებამდე ძველები დაასრულოთ. თავი შეიკავეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და საბანკო სესხების გაფორმებასთან დაკავშირებული ნაბიჯებისგან. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და მავნე ჩვევებზე უარი თქვით.

ქალწული

ეს დღე წარსული სასიყვარულო თავგადასავლებს გაგახსენებთ. რომანტიკული განწყობა დაგეხმარებათ, რომ სტრესული მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომელშიც ბოლო დროს იმყოფებოდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმშვიდე არ დაკარგოთ- ეს ყველანაირი კონფლიქტისა და გაუგებრობისა თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, თუნდაც სიტუაცია ძალიან მარტივი და გასაგები გეჩვენოთ. თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ, დიდხანს ნუ იფიქრებთ, თორემ შეიძლება თქვენი იდეა სხვამ მიითვისოს. საჭირო ნივთების სია შეადგინეთ, სავარაუდო ხარჯები გამოთვალეთ და მიღებულ თანხას კიდევ 20% მიუმატეთ - დიდი ალბათობით, ზუსტად ამდენის დახარჯვა მოგიწევთ.

სასწორი

ეს დღე რომანტიკული შეხვედრებისთვის არ გამოდგება, რადგან მთვარე სატურნის პირისპირაა და კონფლიქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ახლა ყველაზე გონივრული იქნება, თუ ერთი დღით იცხოვრებთ და გლობალური ცვლილებების წამოწყებას არ ეცდებით. სამსახურში საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ - შურიან კოლეგებს და არაკეთილმოსურნეებს არ სძინავთ. სამაგიეროდ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში საჩუქარი, ამანათი ან სხვა მატერიალური სიურპრიზი მიიღოთ. საღამოს საათებში შესაძლოა შფოთვისა და გაურკვევლობის განცდა შემოგეპაროთ; თქვენი დარდი საყვარელ ადამიანს გაუზიარეთ და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

მორიელი

თუ ახლახან საინტერესო ადამიანი გაიცანით და ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, ზედმეტ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, რომ თავიდანვე არ დააფრთხოთ. ოჯახურ ურთიერთობებში ჩადებული ძალისხმევა საყვარელი ადამიანების გულწრფელი სიყვარულითა და მზრუნველობით დაგიფასდებათ. მთლიანობაში, დღე სასიამოვნოდ ჩაივლის და ლამაზ მოგონებებს დაგიტოვებთ. აკონტროლეთ წონა და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე შეამოწმეთ, რომ პოტენციური პრობლემები დასაწყისშივე აღკვეთოთ.

მშვილდოსანი

თუნდაც გარშემო ყველაფერი გაღიზიანებდეთ, ჯავრს პარტნიორზე ნუ იყრით - სიყვარული ნებისმიერ დაბრკოლებაზე ძლიერი უნდა იყოს. ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, ერთობლივი აქტივობების გეგმა შეადგინეთ ან უბრალოდ დრო ერთად გაატარეთ. ახლა მნიშვნელოვანია წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. საერთო ღონისძიებაზე მოწონებას დაიმსახურებთ და შესაძლოა, ახალი რომანიც კი დაიწყოს! რთულ ვითარებაში საყვარელი ადამიანი დახმარების ხელს გამოგიწვდიათ, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ყოველ ჯერზე ასე იქნება. თქვენთვის გარეგნობა ბევრს ნიშნავს, ამიტომ დროა საკუთარ თავს მიხედოთ - მსუბუქი დიეტა და ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.

თხის რქა

თუ გული თავისუფალი გაქვთ, გამორიცხული არ არის, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, გარშემო მყოფებთან პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობენ. ასეთი ჭორაობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შურთ და თქვენი წარმატებები აღიზიანებთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, გაანებივრეთ რაიმე სასიამოვნოთი და თავადაც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება გარემო უკეთესობისკენ. ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი და მძიმე საკვები არ მიირთვათ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს.

მერწყული

ენდეთ ინტუიციას - ამ დღეს ნამდვილად არ გიღალატებთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კინკლაობა ან წვრილმანებზე კამათი მოგიწიოთ. შესაძლოა, ახალი ვაკანსია ან თანამდებობა შემოგთავაზონ - ყოყმანის გარეშე დათანხმდით, რადგან უახლოეს მომავალში ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს; თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, მეგობრების ან ნათესავების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, შეგიძლიათ ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოთ და მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ. მერწყულებს, რომლებსაც საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერების დაცვა უჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

თევზები

მთავარია გაიაზროთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. საყვარელ ადამიანს მუდმივი საყვედურებითა და პრეტენზიებით ნუ დაღლით - თითოეული ადამიანი უნიკალურია და ეს უნდა დააფასოთ. ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატარეთ და შეივსებთ დანაკლისს, რომელიც ბოლო დროს დაგროვდა. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, რადგან ახლა წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. შესაძლოა, ეს პერიოდი რთული აღმოჩნდეს მათთვის, ვისი საქმიანობაც ფინანსებს უკავშირდება - მოერიდეთ საეჭვო აქტივობებს და მზად იყავით სიურპრიზებისთვისაც. გახსოვდეთ, რომ წინდახედულობა მხოლოდ იმ ადამიანის თვისებაა, ვინც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, ახლა კარგი დროა შერიგებისთვის - პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს.