რუსეთმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანა-თავდასხმის შედეგად თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დაზიანდა

Editor Dali
0
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის პორტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. თავდასხმის შედეგად პორტში მყოფი თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დაზიანდა. გავრცელებული ცნობით საოკუპაციო ძალამ „კინჟალის” ტიპის რაკეტები გამოიყენა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, იერიშებს არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. სამიზნეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და გემები მოექცნენ. მომხდარს გამოეხმაურა თურქეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ […]

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება

Editor Dali
0
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი. საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ხმის მიცემა შეგიძლიათ jesc.tv-ზე. ამისთვის საჭიროა, უყუროთ […]

ევროკავშირი შეიშალა-დევიდ ლი

Editor Dali
0
საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი შეიშალა. დევიდ ლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში არ გაწევრიანება სწორი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა. დევიდ ლი განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ბელგიაზე უნგრეთის მსგავსი ზეწოლის კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი, რომელიც კანონის უზენაესობას ქადაგებს, პოლიტიკურ სანქციებს მიმართავს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სამართლებრივი […]

რვა ომი დავასრულეთ, კიდევ ერთი გვაქვს შესაჩერებელი, რუსეთი და უკრაინა, მინდა, რომ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილი შევაჩერო -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო შეთანხმებამ“, სიტუაციის სირთულის მიუხედავად, შესაძლოა, იმუშაოს. „ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ. რვა ომი დავასრულეთ. არავის არასდროს შეუჩერებია რვა ომი. კიდევ ერთი გვაქვს შესაჩერებელი, რომელიც მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, რუსეთი და უკრაინა. თუმცა დიდი პროგრესი შეინიშნება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს. ჟურნალისტის კითხვაზე სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტული […]

კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია

Editor Dali
0
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს – მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი,- ამის შესახებ “ლელო -ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ […]

საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., სომხეთის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჰ.ა. და გერმანიის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ო.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს. […]

მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. „კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, ს.თ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის […]

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

Editor Dali
0
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას მოუწოდა საქართველოში წამოსვლა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი […]

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თავი შეიკავეთ ავანტიურული ქმედებებისგან, მიხედეთ დაგროვილ საქმეებს, ნუ გადადებთ მათ სამომავლოდ. კურო ერიდეთ ნეგატიურ ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ტყუპები დაძაბული საქმიანი რიტმის ნეგატიური გავლენის გამო, საჭირო იქნება, თუნდაც მცირე ხნით საქმეებს მოწყდეთ და დაისვენოთ. კირჩხიბი თქვენი არაორდინარული ქმედებები სწორი და ზუსტია, ნუ შეგაშინებთ დროებითი სირთულეები, შეუპოვრობა და საკუთარი ძალების […]

„ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი – 13 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

,13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.  13დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის  გამო  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს […]

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე

Editor Dali
0
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი როდესაც აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს ვალდებულება, იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით იმოქმედოს, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და გარკვეულ შემთხვევაში კონკრეტული […]