რა ეღირება დოლარი და ევრო 13 დეკემბერს

Editor Dali
0
​საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6985, ევრო – 3.1640, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6084 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6991, ევრო – 3.1582, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6095 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 დეკემბერს ამოქმედდება.

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

Editor Dali
0
თიბისის დეკემბრის მარათონს პირველი კვირის გამარჯვებული ჰყავს. თამარ ფოლადიშვილი ამბობს, რომ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა; მარათონში მონაწილეობამ კი, ბევრი ახალი მეგობარი შესძინა და ძველ მეგობრებთანაც აღადგინა კავშირი. თამარ ფოლადიშვილი: „თიბისის სიახლეებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი მარათონის შესახებ. მივხვდი, რომ წარმატების მთავარი გასაღები მეგობრების მოწვევა და თამაშში მათი ჩართვა იქნებოდა. პირველი, სწორედ, […]

“ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის”-Daily Express

Editor Dali
0
აშშ-ის ახალმა უსაფრთხოების ეროვნულმა სტრატეგიამ ევროპა შოკში ჩააგდო, თუმცა ბრიუსელში კიდევ უფრო მეტი შფოთვა გამოიწვია იმან, რომ ისევ დაიწყო დისკუსის აშშ-ის ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში სათაურით: “ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის” (ავტორი – […]

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

Editor Dali
0
თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია- „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ  სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა. ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, […]

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

Editor Dali
0
 13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინოკვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის  – კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ. მონაწილე, წლის გამორჩეული ფილმები.   […]

ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ წამოიწყო დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის […]

ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის […]

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საერთო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება. „სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილების, რომელიც დაადასტურა დიდმა პალატამ, საფუძველზე […]

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

Editor Dali
0
თიბისის საახალწლო შეთავაზებების კალენდარზე 13-14 დეკემბრის შეთავაზებები უკვე გამოჩნდა. ამ შაბათ-კვირას, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, შერჩეულ პარტნიორ ობიექტებში მომენტალური ქეშბექით ისარგებლებთ. პარტნიორი ობიექტების კატეგორიები მრავალფეროვანია:  ბიბლუსი – მოქმედებს 30%-იანი ქეშბექი. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას- მაქსიმუმ 150 ლარს, თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი […]

თამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა

Editor Dali
0
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა სენატორ მარკვეინ მალინთან ოკლაჰომას შტატიდან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდაცვისა და ინდიელთა საკითხთა კომიტეტების წევრია. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები. აღნიშნულ კონტექსტში, ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, […]

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო

Editor Dali
0
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ – იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ქნესეთის წევრების ვიზიტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად. „ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოში ისრაელის საელჩოსთან, რომელიც ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტთან […]

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას გპირდებიან, რომელიც თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. გირჩევთ, საკუთარ იმიჯზე იმუშაოთ და გარდერობი განაახლოთ. თქვენმა მცდელობამ, გამორჩეული იყოთ, შეიძლება თქვენს ზურგს ჭორები და მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს. ეცადეთ ამ ვითარებაში მოთმინება გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თუ დამატებითი შემოსავლის წყაროებს ეძებთ ან ახალ საქმიანობაზე გადასვლას ცდილობთ, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. ხელსაყრელი დროა […]