გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

Editor Dali
0
თიბისის საახალწლო კალენდარზე  20-21 დეკემბრის შეთავაზებები უკვე გამოჩნდა. ამ შაბათ-კვირას, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 40%-მდე ქეშბექს მომენტალურად დაიბრუნებთ. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კვლავ მრავალფეროვანია და თქვენს საჭიროებებს ერგება.    მხოლოდ 20 დეკემბერს: Marks & Spencer, ALDO, Parfois, Zippy, US Polo – იმოქმედებს 40%-იანი […]

19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ეკლესიის მფარველად და მწყემსად მიიჩნევა.  საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან […]

აშშ-ის სანქციები გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის მიმართ წარმოადგენს თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე -ჰააგის საერთაშორისო სასამართლო

Editor Dali
0
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ საერთაშორისო სასამართლო ორი მოსამართლის, გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. „ეს სანქციები წარმოადგენს აშკარა თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე, რომელიც მოქმედებს მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა რეგიონიდან მინიჭებული მანდატის შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული ასეთი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც […]

“ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან”

Editor Dali
0
უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი“ (Дзеркало тижня) სათაურით: “ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან” (ავტორი – ივან ჩეპაიკინი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად კი დიპლომატის ვალერი ზალუჟნის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შინაარსი. გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად კი დიპლომატმა ვალერი ზალუჟნიმ შეშფოთება გამოხატა უკრაინის […]

აშშ-მ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა

Editor Dali
0
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14203 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს საქართველოდან და ერდენებალსურენ დამდინს მონღოლეთიდან. „ეს პირები პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ისრაელის თანხმობის გარეშე, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6979, ევრო – 3.1636, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6022 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6979, ევრო – 3.1619 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5966 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 დეკემბერს ამოქმედდება.

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

Editor Dali
0
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის – თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების […]

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

Editor Dali
0
თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია. უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს. ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას […]

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ბავშვებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის კრიმინალიზაციის კანონპროექტს დაუჭირა მხარი

Editor Dali
0
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის კრიმინალიზაცია მოხდეს. ამ ინიციატივას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მათგან სამი იყო დემოკრატი კანონმდებელი. ინიციატივა რესპუბლიკელ კანონმდებელს, მარჯორი ტეილორ-გრინს ეკუთვნის. კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება და ათწლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამასთან ერთად, ასევე დაისჯებიან მშობლები […]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის “დეზინფორმაციის რეესტრის” პრეზენტაცია გაიმართა

Editor Dali
0
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის […]

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

Editor Dali
0
წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული უკვე ძალიან ახლოს არის- საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო სუფრისთვის მზადების სასიამოვნოდ ქაოსური პროცესებიც ნათლად ჩანს მომავალი დღეების გეგმებში. თუმცა სადღესასწაულო განწყობას ხშირად ფინანსური წნეხიც ახლავს – ხარჯები იზრდება, სურვილების უსასრულო სიას კი დეკემბრის ხელფასი შეიძლება არც კი ეყოს. რადგან სანტას როლს წელსაც კვლავინდებურად მოირგებ და სუფრისთვის პროდუქტებსაც მოიმარაგებ, შეგიძლია, ყველანაირი ხარჯი, სადებეტოს ნაცვლად, ერთგული […]

საქართველოსთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირს-გიტანას ნაუსედა

Editor Dali
0
სამწუხაროდ, ის რაც საქართველოში ხდება, არ შეესაბამება ევროპულ გაგებას დემოკრატიასთან და დემოკრატიულ წესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „მე ცოტათი დამწუხრებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან ჩემს ქვეყანაში არის დიდი ემპათია. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა შორს არის საქართველოდან, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები – ემოციური, […]