საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები – 1972 წელს დაბადებულიი.ბ., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა […]

ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი ​

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინის დელეგაციის მიერ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების სერიას „პროდუქტიულად და კონსტრუქციულად” აფასებს. მისი თქმით, მხარეების საერთო პრიორიტეტს მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენისთვის, ქვეყნის სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა წარმოადგენს. როგორც სტივ უიტკოფი აცხადებს, მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების […]

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ვერძებს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებათ, რაც შეეხებათ დაოჯახებულებს, რემონტთან ან საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებული ფუსფუსი ელით. სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან ან უფროსთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოიშვას. კრიტიკაზე ნუ გაღიზიანდებით. ბიზნესმენებს გირჩევთ, სარისკო გარიგებისგან თავი შეიკავოთ და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას თვალი ადევნოთ, რადგან თქვენი კლიენტების რაოდენობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. […]

22 დეკემბერის ამინდის პროგნოზი

22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით – 2 გრადუსი სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, […]

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

Editor Dali
0
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა. ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 366. მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა. „მადლობა ყველა ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ მივიღე საკმაოდ დიდი ნდობა და მეძლევა საშუალება, ჩემს საყვარელ […]

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე სასიყვარულო საქმეებში მცირე უსიამოვნებებს გპირდებათ. შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაუარესდეს — როგორც ჩანს, სწორად ვერ გაგიგეს. სავარაუდოდ, სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთის შეძენა გსურთ, თუმცა ამ ნაბიჯით ოჯახის ბიუჯეტი არ უნდა დააზარალოთ. ბიზნესსაქმიანობაში ეცადეთ კოლეგებს და პარტნიორებს იმედი არ გაუცრუოთ. არ დაივიწყოთ, რომ რეპუტაცია ძვირი ღირს. დღეს თქვენი ნიშნისთვის შოპინგი არასასურველია, რადგან დიდია ფულის […]

21  დეკემბერის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში  –  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +6, +11°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში […]

ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
ევრობიუროკრატიამ კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს და მთელ მსოფლიოს თავისი ანტიქართული სახე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ვინც, პატივს სცემს ქართველ ხალს, პატივს უნდა სცემდეს ამ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. „ევრობიუროკრატიამ კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს და მთელ მსოფლიოს თავისი ანტიქართული სახე. ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა […]

პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში- მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა, ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან მაგრად მოხვდება ღრანჭში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელის მოწერა რუსეთის გაღიზიანებისკენაა მიმართული. „ის რომ უკრაინის მხარდაჭერას „ქოცებმა” ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ […]

ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლა ემუქრება-ვიქტორ ორბანი

Editor Dali
0
ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ორბანი აღნიშნავს, გაერთიანება წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით. „ბრიუსელელი ბიუროკრატები ხელში იგდებენ სადავეებს, მაშინ, როცა მთელი სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენთვის, სუვერენული წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხებისთვის ემსახურა. არა პირიქით! […]

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული […]

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით – 1985 წელს დაბადებულ ა.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო […]