რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6876 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1689 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

კიევში ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის-ვოლოდიმირ ზელენსკი

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება, – ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა შედეგს მიაღწიეს მხარეებმა აბუ დაბიში გამართულ შეხვედრებზე. „ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა. ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. ვფიქრობ, […]

თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს. „მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც თავის დროზე იყო წარმოდგენილი […]

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი. „მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა, არა როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია, […]

მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო შეფასება ეძლევა ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილ ვითარებას, ევროპაში დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში. „მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში […]

რაღაც თემა ტაბუირებული უნდა იყოს და ამაზე აზრის გამოთქმაც კი დანაშაულად ითვლება, იგივეა, რაზეც აშშ-ის კონგრესის კომიტეტის ანგარიშშია საუბარი -ირაკლი ქადაგიშვილი

Editor Dali
0
დებატები უნდა იყოს თუ არა ევროპულ კურსზე, ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიციაა. დებატები კი, იმისთვის არსებობს, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება, დებატების რომელიმე მხარისთვის იყოს საინტერესო, მსჯელობა გაიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, დებატები განსხვავებულ აზრთა ჭიდილს გულისხმობს. „ევროპულ კურსის შესახებ საკითხი თუ რომელიმე დებატის ფორმატში იქნება […]

ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის დაწესებული სანქციები-დევიდ ო’სალივანი

Editor Dali
0
სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სანქციებს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც მთელი ეს პროცესი გახდება არამდგრადი, რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დეფორმირდა, სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ომის ეკონომიკის შექმნით. ვფიქრობ, ეკონომიკური მიზიდულობის […]

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

Editor Dali
0
მთავარია გჯეროდეს – შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი. თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს. ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს […]

მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში იმყოფება, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს […]

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი გვარაკიძემ ირაკლი ყანდაშვილს „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა და „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარემ საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებასა და […]

ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

Editor Dali
0
საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას ვიდრე თავს არ დავაღწევთ, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ ტელეკომპანია „იმედს” და „რუსთავი 2″-ს, უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. „ბოლო […]

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

Editor Dali
0
გლობალური ლიდერი პრობიოტიკების სფეროში OMNi-BiOTiC, რომელიც გერმანულენოვან ქვეყნებში N1 პოზიციას იკავებს, უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელში. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ეფექტურ პრობიოტიკულ ფორმულებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. OMNi-BiOTiC-ის პროდუქტები შექმნილია მიკრობიომული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზე და მიზნად ისახავს ნაწლავური ბალანსის, იმუნური სისტემის, სტრესის მართვისა და მეტაბოლიზმის მხარდაჭერას. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა […]