1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო”-თამარ ჩერგოლეიშვილი
“მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო”-თამარ ჩერგოლეიშვილი

“მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო”-თამარ ჩერგოლეიშვილი

235
0

 “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო.  

“მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო.

(მოტივი აქაც ეგო იყო – წინა წელს დათომ გიგის ხელით ისეთი საზიზღრობები აკეთა, უნდოდა ეჩვენებინა რომ მართალი იყო და ბოკერიასთან ალიანსი არ გამოდის – იყიდა ეგ პერცეფციაც)

გაწია. 

ელენე გაჩუმდა.

ზურა გაჩუმდა.

არჩევნები კრახით დასრულდა.

ასე დასრულდება ყველაფერი, რასაც არა სინდისი, არამედ მინდა ვიყო ოლიგარქის ფული მართავს.

თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ “ამ ქვეყანაზე, ქაღალდის გარდა, არის კიდევ სინდისი” (წმინდა ილია მართალი )

პოლიტიკურად ამორალური არასოდესაა პოლიტიკურად პრაგმატული ვილანებთან ბრძოლაში.

დაიმახსოვრეთ – ბიძინა კეზერაშვილზე მაგარი ოლიგარქია და ვერასოდეს აჯობებს მაგ საქმეში. სულ ლუზერი იქნება და ყველას მოწამლავს, ვისაც ჩაითრევს.

ამაში ზუსტად ისე დარწმუნდებით, როგორც უტრაკო ბოიკოტის გამოცხადების უაზრობაში დარწმუნდით.

p.s. გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო. ელენეზე სამჯერ მეტი. ვაშაძეზე ორჯერ მეტი. ზურაზე 5000 ხმით მეტი,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.