19 მაისის ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თბილისში 19 და 21 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 20 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ხანმოკლე წვიმა […]

“ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 18 მაისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის“ (ავტორი – იონა კლივი), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მუქარისშემცველ ნათქვამ ფრაზას წარმოადგენს. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილოა, რომ ქვეყნისგან „არაფერი აღარ დარჩება“, თუ მისი ლიდერები აშშ-ის მიერ […]

“სი ძინპინმა დონალდ ტრამპი გაისტუმრა და წითელ ხალიჩას ახლა ვლადიმერ პუტინის საზეიმოდ მიღებისათვის ამზადებს: რას ნიშნავს ჩინელი ლიდერის სტრატეგია ვაშინგტონთან და მოსკოვთან”-El Mundo

Editor Dali
0
ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo) ჩინეთში აშშ-სა და რუსეთის ლიდერების – დონალდ ტრამპის უკვე გამართულ და ვლადიმერ პუტინის სამომავლოდ დაგეგმილ ვიზიტებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „სი ძინპინმა დონალდ ტრამპი გაისტუმრა და წითელ ხალიჩას ახლა ვლადიმერ პუტინის საზეიმოდ მიღებისათვის ამზადებს: რას ნიშნავს ჩინელი ლიდერის სტრატეგია ვაშინგტონთან და მოსკოვთან“ (ავტორი – ლუკას დე ლაკალი). მასალაში […]

ბაქო – თბილისი – ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

Editor Dali
0
დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო – თბილისი – ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ამით წარმატებით დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი — სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს […]

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს

Editor Dali
0
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით გარანტირებულ მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა. ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების […]

26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

Editor Dali
0
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბაქოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. „გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი […]