ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები – შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან […]

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

Editor Dali
0
ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი- თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა – ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი ფინანსები […]

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება

Editor Dali
0
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 […]

“სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება “სანანებელი გაუხდესო”-Financial Times

Editor Dali
0
  ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) 19 მაისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება „სანანებელი გაუხდესო“ (ავტორი – დიმიტრი სევასტოპულო, კორესპონდენტი ვაშინგტონში). პუბლიკაცია გამოქვეყნებისთანავე სენსაციად შეფასდა, თუმცა ჩინეთმა სწრაფად უარყო და მას „სიცრუე“ უწოდა, თვითონ დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ სი ძინპინს მისთვის მსგავსი რამ […]

20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს,14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს, პატრიარქი ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს. 17:00 საათზე კი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო III ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს: “ხვალ, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა […]

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობაზე უარი უნდა თქვათ. გაფრთხილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ვირტუალურ კავშირებს ეხება. მშვენიერი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისა და ერთობლივი დასვენებისთვის — ეცადეთ, საკუთარ თავს და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს პატარა დღესასწაული მოუწყოთ. უახლოეს დღეებში საკუთარი და სხვების შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. ქაღალდებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ფაციფუცი დიდ დროს წაგართმევთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, […]