ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია. […]

კირ სტარმერი – წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა უარყო ვარაუდები, თითქოს მისი პრემიერობა დასასრულს უახლოვდება. „არ ვაპირებ წასვლას. ძალიან მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ამ თანამდებობაზე ამირჩია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ჩემს პასუხისმგებლობად […]

ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ “ოდისევსში” მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა”

Editor Dali
0
„ილონ მასკმა ეჭვი შეიტანა რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის კეთილსინდისიერებასა პრინციპულობაში“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ „ოდისევსში“ მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა“ (ავტორი – არნო ლეპარმანტე). „მილიარდერის ბრალდებებს ბევრი ეთანხმება. მაგალითად, მწერალისა და ჟურნალისტის მეთ უოლშის აზრით, რეჟისორი […]

თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა

თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციის ქალაქ ტარსუსში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი ავტომობილით მიიმალა. მედიის ინფორმაციით, რესტორანში ორი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ობიექტის მფლობელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით თავდამსხმელმა […]

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ” მოთხოვნების დარღვევისთვის 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება დადგენილი. ასევე ცვლილებებით გათვალისწინებულია შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც. პროექტის მიხედვით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული იქნება, 2 000 ლარის […]

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პროვოკაციების და მოულოდნელი ცვლილებების დღეა. ბედი პირადი თუ ოჯახური ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთ გამოცდას უმზადებს. გაუფრთხილებელმა სიტყვამ ან აგრესიამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სერიოზულად გაართულოს. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები გელით. კურო კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა, რომელმაც შეიძლება ახალი პრობლემები ან პასუხისმგებლობა მოგიტანოთ. მოსალოდნელია კონფლიქტები უცხო ადამიანებთან ან არაკეთილმოსურნე ადამიანებთან დაპირისპირება. საღამოს შესაძლებელია ნათესავები გესტუმრონ. […]