გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა
829
0
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა. ვებგვერდ Transfermarkt-ის მონაცემებით, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო შეადგინა.
„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე მე-7 ადგილს იყოფს იტალიელ გულიელმო ვიკარიოსთან („ტოტენჰემი“) და ესპანელ დავიდ რაიასთან („არსენალი“).
რეიტინგის სათავეში „პორტუს“ 24 წლის მეკარე დიოგო კოშტაა (45 მილიონი ევრო), პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
- დიოგო კოშტა („პორტუ“) – €45 მილიონი
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – €40 მილიონი
- გრეგორ კობელი („დორტმუნდი“) – €40 მილიონი
- ედერსონი („მანჩესტერ სითი“) – €40 მილიონი
- ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – €40 მილიონი
- მაიკ მენიო („მილანი“) – €40 მილიონი
- გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – €35 მილიონი
- გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“) – €35 მილიონი
- დავიდ რაია („არსენალი“) – €35 მილიონი
- ალისონი („ლივერპული“) – €32 მილიონი