ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
2.35K
0
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით შვილმა დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და ასევე მოკლა მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი.
დედის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც, შსს-ში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულსიხმობს.