1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

388
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ეცადეთ, შექმნილი ვითარება ობიექტურად შეაფასოთ და სიკეთე გამოიჩინოთ. ვიღაცა თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს, მაგრამ ეცადეთ, ამის გამო ბევრი არ ინერვიულოთ.

კურო

შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. სახლში სიმშვიდე და ურთიერთგაგებაა და ოჯახის წევრები შეთანხმებულად მოქმედებენ, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ. გირჩევთ ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ, რომ რამე არ იტკინონ. თუ კუჭის ტკივილს ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ, გირჩევთ, ამ დღეს მარილიან და ცხარე საკვებზე უარი თქვათ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება, ასევე მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ერთმანეთის არ გესმით და არც ცდილობთ, რომ საერთო ენა გამონახოთ. ეს დღე წარმატებული იქნება, თუ თქვენს შესაძლებლობებს ფიზიკური სამუშაოს შესრულებისკენ მიმართავთ. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ძლიერი ნებისყოფა მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო შეიძლება უფროსის ნდობა და კეთილგანწყობა დაკარგოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ.

ლომი

პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის დასრულებასა და თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. სასურველია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს სტუმრების მისაღებად მოემზადოთ.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. შეგიძლიათ სესხები თამამად აიღოთ და ფულადი დეპოზიტები განახორციელოთ- ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თუ სამოქმედო გეგმას დილიდან შეადგენთ, საღამომდე უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას და აკონტროლეთ საკუთარი სურვილები. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს ყვირილს და უხეშობას უნდა მოერიდოთ – ეს პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ.

მორიელი

მოერიდეთ უცხო ადამიანებთან გულწრფელობას. სამსახურში თქვენი ბოლოდროინდელი მიღწევების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. წარმატებული კომერციული ოპერაცია ან უცხოეთიდან დახმარება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

საუკეთესო დღეა მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. ფრთხილად, მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გამორიცხული არ არის, რომ ბიზნესიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, მოგება მიიღოთ. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.

თხის რქა

პლანეტების განლაგება ყველა საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. მუდმივი ცდუნებების გამო ფულის დაგროვებას ვერ ახერხებთ, ამიტომ ეცადეთ, ფინანსები უფრო გონივრულად მართოთ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ, უბრალოდ, უნდა დაისვენოთ.

მერწყული

გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობას და კრიტიკულ შენიშვნებს მოერიდოთ. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. ნებისმიერ სიტუაციაში მთავარია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. სასურველია უპირატესობა ჯანსაღ საკვებს მიანიჭოთ და ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. მიმდინარე საქმე ადვილი, მაგრამ მოგებიანია.