საფრანგეთის ქალაქ მიულუზში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს 17 წლის გოგონამ თვალი დაკარგა.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მომხდარ ფაქტს იძიებს.

ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში დემონტრანტებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საპროტესტო აქციები იმართება ქალაქ ლიმოჟშიც, სადაც გასულ ღამეს ხანძარმა ქალაქის მერიის შენობა მთლიანად გაანადგურა. მედიის ცნობით, ლიმოჟშიც დაახლოებით 7000 მომიტინგეა შეკრებილი.