1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს გაიმართება
თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს გაიმართება

თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს გაიმართება

417
0

დღეს თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.

 

ეს იქნება ასტანის ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივი შეხვედრა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდა.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე ისაუბრებენ, ასევე სირიის საკითხს განიხილავენ.

 

როიტერის ინფორმაციით,  თურქეთი სირიაში  ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.