1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპოლში აცხადებენ, რომ აქვთ მონაცემები უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ
ევროპოლში აცხადებენ, რომ აქვთ მონაცემები უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ

ევროპოლში აცხადებენ, რომ აქვთ მონაცემები უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ

1.15K
0

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს.

ინფორმაციას uniani „შპიგელზე“ დაყრდნობით ავრცელებს

 

გამოცემა ავრცელებს ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს, რომლის თანახმად, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები.

ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი.

„არსებობს რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა ან ტერორისტების ხელში მოხვდება“, – აცხადებს ევროპოლის წარმომადგენელი.

მისი თქმით, შენიშნეს, რომ უკრაინიდან გადიოდნენ პირები ცეცხლსასროლი იარაღით. არსებობს შეშფოთება, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

ცოტა ხნის წინ, გერმანულმა არხმა SWR კონფიდენციალური წერილიდან ციტირებით განაცხადა, რომ გამომძიებლების მონაცემებით, „რეგიონში დანაშაულებრივი ქსელები აქტიურია და ახორციელებენ ან გეგმავენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი ოდენობის კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის“.