1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

922
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენთვის იქნება სასარგებლო. შესაძლოა მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ ან გავლენიანი მფარველი იპოვოთ.

კურო

დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დროა, ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შემდეგ დამსახურებული ჯილდოს მიღებაზე იფიქროთ.

ტყუპები

ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, არც ოპტიმიზმი და მოტივაცია გაკლიათ და ეს თქვენს მუშაობაზე აისახება. ამ დღეს თქვენი აზრები ორგანიზებულია, მეტყველება კი – დამაჯერებელი. იზრდება საკვებით მოწამვლისა და საგზაო შემთხვევების რისკი.

კირჩხიბი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ღელვას და ნერვიულობას მოგიტანთ. თუ მოინდომებთ, პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭის ბოლომდე გამოვლენას შეძლებთ. იღბალი უპირატესობას დიზაინერებს და არქიტექტორებს ანიჭებს.

ლომი

ეს დღე მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემას გააჩენს, თუმცა გულწრფელი საუბარი და პატიების თხოვნა თქვენ შორის ნდობას მალევე აღადგენს. თუ გყავთ მეგობრები, რომლებსაც უმიზეზოდ ეჩხუბეთ და დიდი ხანია, არ გინახავთ, დროა, მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს დაელოდეთ.

ქალწული

ეცადეთ, სამსახურში ყველა წვრილმან საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, რომ შეცდომა არ გამოგეპაროთ. გირჩევთ, გეგმების განხორციელების დროს არ დაივიწყოთ ადამიანი, რომელიც პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

სასწორი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მკაცრი დიეტა დაიცვათ ან საკვებზე მთლიანად უარი თქვათ. დროა მავნე ჩვევების დავიწყებაზე იფიქროთ და ფიზიკურად ივარჯიშით – ჯანმრთელობა ხომ ყველაზე მთავარია?

მორიელი

თუ დილიდან სამოქმედო გეგმას შეადგენთ, საღამომდე ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ. საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ, რომ ვალები და კრედიტები დროულად გადაიხადოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის. ეცადეთ, საკამათო საკითხების განხილვის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას – ამის დრო არ მოსულა.

თხის რქა

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაუგებრობას გააქრობს და ნდობას აღადგენს. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ. იღბალი უპირატესობას დიზაინერებს და არქიტექტორებს ანიჭებს.

მერწყული

თუ მიპატიჟებაზე უარს არ იტყვით, შეიძლება წვეულების გმირად იქცეთ. ბიზნესმენი მერწყულები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ.

თევზები

ამ დღეს აქტიური და ხალისიანი ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.