1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი”- ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე
“ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი”- ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

“ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი”- ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

224
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინის სადაზვერვო ძალები მიზნად ისახავდნენ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას.

„როგორც ახლახანს მომახსენეთ, ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ავტორები, შემსრულებლები, შემკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა“.

ბასტრიკინის თქმით, გამომძიებლებისთვის ცნობილია გადამზიდავები და ტერაქტის მომზადებაში ჩართული პირები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები.

ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტის განადურებას.