1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია
ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! -ელენე ხოშტარია

41
0

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე – წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! – ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა „დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“.

„რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა. თვეების განმავლობაში და კონკრეტულად დღეს, მართლაც გაკვირვებულები, გულანთებულები ვუყურებთ ემიგრანტებს, მათ რიგებს საარჩევნო უბნებთან, ადამიანების განწყობებს, რომ არ დათმონ ქვეყანა და მოიპოვონ ევროპული მომავალი. მინდა მივმართო ყველას, წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა. ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე. უბრალოდ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ გამარჯვებაში. ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვნახეთ წვიმა და სხვადასხვა ბარიერი, მაგრამ არაფერმა გააჩერა ეს ხალხი. პირიქით, ჰიმნებით, დიდი შემართებით მიდიან საარჩევნო უბნებში. ასე გავაგრძელოთ ეს დარჩენილი საათები. ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, სრული პასუხისმგებლობით გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მიცემული ხმა დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისთვის მიმართული იქნება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.