1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება
დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება

573
0

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.

საუბარი ასევე შეეხება 2003–2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ამავე პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეს.

კომისიის სხდომაზე დაბარებულთა შორის არიან ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი, ასევე ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მმართველი გუნდი კომისიის მიერ დაბარებულ პირებს გამოკითხვაზე არ გამოცხადებისა და კომისიის წევრების კითხვებზე თავის არიდების შემთხვევაში არსებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.