1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენი ამოცანაა, მთელ ქვეყანაში მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა – გიორგი ვაშაძე
ჩვენი ამოცანაა, მთელ ქვეყანაში მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა – გიორგი ვაშაძე

ჩვენი ამოცანაა, მთელ ქვეყანაში მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა – გიორგი ვაშაძე

703
0

ჩვენი ამოცანაა, მთელ ქვეყანაში უნდა მოხდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის.

„ძალადობის ახალი ეტაპია, რასაც ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ამას ვუპირისპირებთ ერთიანობას, ერთიანობას და ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით, ყველა ადამიანს და დარწმუნებული ვართ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, როდესაც ყველა მათგანი იქნება თავისუფალი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც ერთობლივად, კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. მზად ვართ, აბსოლუტურად ყველაფრისთვის, ყველა აქ შეკრებილი ადამიანი ერთსულოვნად ამბობს, რომ მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს რეჟიმი ორ რამეზე დგას, სამართალდამცველები, რომელთა იდენტიფიცირებას ჩვენ გავაკეთებთ, ისინი არიან ჩვეულებრივი „შპანა“ და მეორე, არის დეზინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.