იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სწორედ, მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე. „ამ დროის განმავლობაში, რთული პროცესები გამოვიარეთ, რაც მთავარია სამართალი აღსრულდა, ეს არის მთავარი. […]
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა მაღალი პასუხისმგებლობით. „მთლიანობაში, დაახლოებით, 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის […]
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ცესკოს ინფორმაციით, ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი” წარმატებით დასრულდა. თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის” სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი […]
რუსეთში,ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყველაზე დიდი ქართული ტაძრი – წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრი გაიხსნა. რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძრის – ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრის საზეიმო კურთხევა და ოფიციალურ გახსნა ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, განაცხადა პოლიტიკური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა მამუკა ფიფიამ. ტაძრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიმბოლურ წელს – […]
დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი – უსაფრთხო აქტივი?” როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება. რით არის […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე […]
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა “იმედი ლაივში” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს. “არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არა ერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისშ […]
თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი – SIST – იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია. SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და […]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. დებატები სახელწოდებით – „სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი: დამკვირვებლების როლი“ საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანი წევრ სახელმწიფოებში დამკვირვებლების წინაშე არსებული მუდმივი და ახალი გამოწვევების შეფასება, დამკვირვებლების […]