ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას. ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი […]
„ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის ფოტოს ავრცელებს. „მოხარული ვარ, გაგიზიაროთ „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური ვიზუალური პროექტი. პრემიუმ ლოკაციით, თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ!“ – წერს ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში და პროექტის […]
„ეკლესიამ დღეს პრაქტიკულად აჩვენა რეალობაში, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება მომავალში – ეს არის განსხვავებული პოზიციის გამარჯვების მიმღებლობა,“ – ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ “რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ამ არჩევნების შედეგად გამოკვეთილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. „ერთს მინდა ყურადღება […]
ვერძი სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება უნდა ისწავლოთ და თუკი დახმარების თხოვნაზე უარს მიიღებთ, ეს სხვის ეგოიზმს არ უნდა დააბრალოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს და თქვენს გეგმაში რამდენიმე ახალი სასარგებლო ჩვევა ჩართეთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ კურო ახლობელი ადამიანების ყურადღება თქვენკენაა მოპყრობილი. თქვენი გარემოცვა თქვენს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, ამიტომ […]
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს : „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“.
თიბისის მობაილბანკში კრიპტოს პირველი შეძენა დამატებით შესაძლებლობას ქმნის: 31 მაისის ჩათვლით, კრიპტო პლატფორმაზე ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც პირველად იყიდის კრიპტოს, საჩუქრად მიიღებს YE, Kanye West-ის კონცერტის 2 ბილეთს. კამპანიის ფარგლებში კონცერტზე დასასწრები ბილეთებით ჯამში 100 მომხმარებელი დასაჩუქრდება. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, იყო თიბისის მობაილბანკის მომხმარებელი, გქონდეს კრიპტოს აქტიური ანგარიში და შეასრულო კრიპტოაქტივის ყიდვის პირველი ოპერაცია. […]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის […]
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, – ამის შესახებ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც ილია მეორეს არ უზრუნია და […]
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და უკვე მეორე წელია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მთავარი მხარდამჭერია. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური […]