თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან – IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან – CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, […]
დონალდ ტრამპის ირანზე ზეწოლა შედეგებს იძლევა. ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნა შესთავაზა აშშ-ს იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები ირანის პორტებს გახსნის. ირანის მზადყოფნა, უარი თქვას ისეთ ძლიერ ბერკეტზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, აჩვენებს, რომ ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდის ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო. თუმცა, ირანი არ არის მზად, უარი თქვას მეორე ბერკეტზე – ბირთვული პროგრამის განვითარებაზე. […]
თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან. თუკი აქამდე, ინვოისისთვის, მეწარმეებს PDF ან Ecxel-ის ფაილში შაბლონის შექმნა, მესამე პირის მონაცემების ხელით შეყვანა, დოკუმენტის მეილზე გადაგზავნა და პროცესის რამდენიმე აპლიკაციაში მართვა უწევდათ – ახალი […]
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა და ის ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გახსნა. ახალგაზრდებთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – არჩევნების მნიშვნელობა და ამომრჩევლის როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. ნათია იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ […]
თიბისი, როგორც კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია მხარს უჭერს მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივებს. მათ შორისაა საერთაშორისო ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც წელს 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ფესტივალი 1 მაისს, 20:30 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება Factory Tbilisi-ში და ტრადიციულად თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას. საიუბილეო გახსნის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Killages, რომელიც ფესტივალის სცენას 2018 […]
28 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სადაზღვევო კომპანია Wizer-ის დირექტორმა მაია კალანდაძემ და JPD Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას სადაზღვევო და იურიდიულ სექტორებს შორის, რაც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისის დანერგვას და სადაზღვევო პაკეტში სრული იურიდიული დაზღვევისა და სამართლებრივი მხარდაჭერის ინტეგრირებას და მოიცავს როგორც პრევენციას (დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენა), […]
ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა თვალში „ქვიშის შეგრძნება“ გვაწუხებს, ან სარკეში ჩახედვისას შეშუპებული და გაწითლებული ქუთუთოები გუნებას გვიფუჭებს. ხშირად ასეთ დისკომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის, ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარების ან ალერგიის შედეგია, რომელიც თავისით გაივლის. თუმცა რეალობაში, თვალის გაღიზიანება ყოველთვის ასე უწყინარი არ არის. სინამდვილეში, ჩვენი ყოველდღიური სილამაზის რიტუალები თუ […]
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას. პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის – ინოლა გურგულიას უნიკალური […]
მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და მიზნების, რომელიც შენს მომავალს ქმნის. სწორედ ამ რწმენას ეფუძნება თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა – თიბისი კამპუსი. თიბისი კამპუსი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და განივითარონ ის უნარები, რომლებიც თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. წელს, თიბისი კამპუსი, ახალი ფორმატით დაბრუნდა და 18-24 წლის ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ […]
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი. სინოდის თითოეულ […]