1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.

განცხადების თანახმად, სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება“, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.