1. Home
  2. სიახლეები
  3. სამართალი

სამართალი

სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – პოლიციამ სამი პირი დააჯარიმა

Editor Dali
-1
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები, მონაწილე პირები პოლიციამ დააჯარიმა. ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები. გავრცელებული ვიდეოკადრები, აღნიშნული მედიასაშუალების […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Editor Dali
0
მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.   12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.   23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი – ნუკრი ბაქრაძე და კახა […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – პოლიციამ 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი.   „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ერთ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალებულთაგან ერთი ქალი მსჯავრდებულია.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს -სუსი

Editor Dali
0
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს,  რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ქრისტინე თაკალანძეს, რომელის გალის […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

ძაღლის დახმარებით მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

Editor Dali
0
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში თბილისის აეროპორტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

პოლიციამ 3 კგ “კოკაინის” საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

რატომ ითხოვს პარლამენტი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას?

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.   იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი.   საქმე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების წარმომადგენლობას იურიდიულ […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე

ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

Editor Dali
0
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა.  არსებული ინფორმაციით შვილმა დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და ასევე მოკლა მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი. დედის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.   ადგილობრივების ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც, შსს-ში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება […]

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე