სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არიან დაკავებული 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი უ.გ., 1981 წელს დაბადებული, […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს. 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 […]
პოლონელმა მესაზღვრეებმა საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც პოლონეთ-ლიტვის საზღვარზე არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 8 ივლისს, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ ვიჟაინიში მოხდა. შემოწმების მიზნით მესაზღვრეებმა პოლონური სარეგისტრაციო ნომრების მქონე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა. აღმოჩნდა, რომ სალონში ერაყის 15 მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა მათგანმა არალეგალურად გადაკვეთა პოლონეთ-ლიტვის საზღვარი. ლიტვის მიგრანტთა ცენტრის სერთიფიკატები იყო […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე […]
გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) ავრცელებს მათივე ცნობით, ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს […]
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ […]
ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავა შესაძლოა ნიკო კვარაცხელიას საქმის იმ ეპიზოდთან იყოს კავშირში, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები, დაკავებამდე სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათი მეზობელ ქვეყანაში გადაადგილება კი, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის […]
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო №1711 კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“. „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს […]
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლიდან გამომდინარეც, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად […]