1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რატომ ითხოვს პარლამენტი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას?
რატომ ითხოვს პარლამენტი   მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას?

რატომ ითხოვს პარლამენტი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას?

458
0

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი.

 

საქმე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების წარმომადგენლობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი ახორციელებს.

 

„ჩვენ ვართ წარმოდგენილი ყველა იმ საქმეზე, სადაც სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არის შეტანილი. მოპასუხე ვართ საქმეზე და სარჩელზე, რომელიც ცალკეულმა მოსამართლეებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ეს მოსამართლეების ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანას, დისციპლინარულ საკითხებს ეხება, რაც მთლიანობაში სასამართლო სისტემის ეფექტიანობისთვის მივიღეთ.

 

როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა.

 

წარმოიდგინეთ მოცემულობა – ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით.

 

ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.