ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს. ევროპოლი ოპერაციას უპრეცედენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ. „ევროპოლის ცნობით, რვა ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ერთად ეწეოდა მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ევროპოლის ინფორმაციით, საუბარია ნარკოტიკით ვაჭრობაზე, ფულის გათეთრებასა და უკანონო გამდიდრებაზე. ასევე, ევროპოლში აცხადებენ, რომ 22 […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს. ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, […]
საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ დღეს პროკურატურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და […]
ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. მათივე ცნობით, უწყებამ „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო […]
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა მისჯილი. დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით […]
ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. ნიკა გვარამიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა […]
ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამასთან, არსებული ცნობებით, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
კახეთში ძმამ და მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. მისი ცხედარი დღეს გამთენიისას, თბილისში, საკუთარ სახლში ნახეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ მისი 21 […]