1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპოლმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავა
ევროპოლმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავა

ევროპოლმა ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავა

296
0

ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს.

 

 ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს.

ევროპოლი ოპერაციას უპრეცედენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ.

„ევროპოლის ცნობით, რვა ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ერთად ეწეოდა მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ევროპოლის ინფორმაციით, საუბარია ნარკოტიკით ვაჭრობაზე, ფულის გათეთრებასა და უკანონო გამდიდრებაზე.

ასევე, ევროპოლში აცხადებენ, რომ 22 ნოემბერს, ევროპის მასშტაბით აღნიშნული დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიდერებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან 94 ჩხრეკა ჩატარდა. დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებდა ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში.

ამასთან, ევროპოლის ცნობით, საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩატარდა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის, ასევე ჩეხეთის, ლატვიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ესპანეთის და აშშ-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ევროჯასთისა და ევროპოლის კოორდინაციით.