შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის […]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდადებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 […]
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი […]
ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირი მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში […]
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი, […]
სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ, ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. გიგა გიგაშვილი, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად პოლიციის განყოფილებაში 2 დღის განმავლობაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან […]
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. შვილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. მას სამ საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის […]
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა და “გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება დატოვეს. ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღე მიმდინარეობდა. “ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის […]
“გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს. ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღე მიმდინარეობდა. მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ, – განუცხადა ჟურნალისტებს „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ. ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას […]
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მინისტრის თქმით, მსგავსი ოფიცილაური მოთხოვნა ქვეყანას არ მიუღია, თუმცა მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ქართულ მხარეს […]