1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა”-შალვა ხაჭაპურიძე
” სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა”-შალვა ხაჭაპურიძე

” სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა”-შალვა ხაჭაპურიძე

137
0
“მიხეილ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით”- ასე ეხმაურება  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კლინკა  “ვივა მედის” დირექტორის განცხადებას,  სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ. ექიმი ითხოვს, ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“.
 
მისი თქმით, ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,  რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე უნდა დატოვონ.
 
“ჩვენ ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა, – განაცხადა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ.
 
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.
 
„მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.
 
ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე… ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს, ეს მისი პოზიციაა და მოვისმენთ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
 
მისივე თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესზე, კლინიკა ,”ვივა მედის”  ექთანი კოვიდის დადასტურების გამო ვერ გამოიკითხება.
 
“დღეს ემპათიის ერთ-ერთ ექსპერტს დავკითხავთ. ასევე, სასამართლოს კლინიკა ,,ვივა მედის” ექთანი მოწვეული ჰყავდა, რომელსაც დღეს კოვიდი დაუდასტურდა, ამის გამო მისი დაკითხვა შემდეგ კვირაში მოგვიწევს. ასევე, დღევანდელ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათვალიერდება თმის ნიმუშები, რომელიც ლაბორატიული კვლევის შედეგად დარჩა და ამერიკული ლაბორატორიიდან მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა”,- განაცხადა ადვოკატმა.