1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ბრუტალურ დარბევას და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენას. „წერილს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

Editor Dali
0
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. როგორც პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ და მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოდან მათ ამომწურავი პასუხები გასცეს. „პირველ რიგში, ვულოცავ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღეს. ეს არის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში – […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები – შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია. […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ” მოთხოვნების დარღვევისთვის 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება დადგენილი. ასევე ცვლილებებით გათვალისწინებულია შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც. პროექტის მიხედვით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული იქნება, 2 000 ლარის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან მათ ამის მითითება არ აქვთ. ამის შესახებ მან სხვადასხვა ქვეყანაში აქციების დაშლასა და მათზე რეაგირების ფორმების შეფასებებისას განაცხადა. „ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ რაიმე რეაგირება ექნებათ ან რაიმე კომენტარს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

მამუკა მდინარაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება

Editor Dali
0
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ შეძლო, იმავე დღეს მარტივად დაემთავრებინა ყველაფერი და გადატრიალების ორგანიზატორები დაეკავებინა. „26 მაისს მსგავსს ვერ განახორციელებენ. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მაშინ შევძელით ის, რომ იმავე დღეს მარტივად დაგვემთავრებინა ყველაფერი იმისთვის, რომ დაკავებულები ყოფილიყვნენ გადატრიალების მოთავეები და ასევე ვინც ქმედითად იღებდა მონაწილეობას ან შესაძლოა, მიეღო, იყო განეიტრალებული წინასწარ. ეს იყო უწყებების მიერ ერთობლივად ჩატარებული დიდი ღონისძიება და ამან პოზიტიური შედეგი გამოიღო. მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

მამუკა მდინარაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის მოთხოვნებს რომ დავყოლოდით, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა დღეს რუსეთის დუმაში, უფრო მძიმედ, წინ წასული იქნებოდა პროცესები

Editor Dali
0
სამწუხაროდ, უუნარონი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. დღევანდელ სამყაროში საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან, უკრაინის მაგალითის მიხედვით, ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ- ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება”. 577-კაციანი ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუციის მიღებას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 68 დეპუტატმა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა