გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ” მოთხოვნების დარღვევისთვის 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება დადგენილი.
ასევე ცვლილებებით გათვალისწინებულია შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც. პროექტის მიხედვით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული იქნება, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.