ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, მომავალ თაობას ამ დოკუმენტის მეშვეობით ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. „დრო […]
გერმანულ პარტიას, AfD-სა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის დარეგისტრირება ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი“ დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი თავისთავად საინტერესოა. „ამ გერმანულ პარტიასა და […]
ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად დუბაიში განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში. „ეს ყველაფერი […]
დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. „დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა […]
ევროპარლამენტში „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროდეპუტატებმა, ჰანს ნოიჰოფმა, ალექსანდერ ზელიმ, პეტრ ბისტრონიმ, ტომაშ ფროელიხმა, პეტარ ვოლგინმა, სტანისლავ სტოიანოვმა რეზოლუციის პროექტი წარადგინეს. რეზოლუციის პროექტში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან. „ვინაიდან საქართველო არის […]
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს არჩევა, დაამტკიცებენ დებულების პროექტს. მმართველი გუნდი და პარლამენტის წევრები კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საგამოძიებო კომისია საზოგადოების დაკვეთას შეასრულებს, რომლის ფარგლებშიც ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა და ყველა პირი, […]
მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან, ელაპარაკებიან, თქვენ არ ელაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტიa ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად, გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, […]
ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი იქნება. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, ავითარებდა დემოკრატიას და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ მწვავეა. მოუთმენლად ველოდები ორპალატიან, ორპარტიულ მუშაობას, რათა მივაღწიოთ უკრაინაში რუსეთის ომის სამართლიან დასასრულს, უფრო ძლიერ ნატო-ს ალიანსს და საერთაშორისო წესრიგს, […]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის მიღწევა. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ძირითადად საუბარი შეეხო პარასკევს მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. […]
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის სჭირდება ერთიანი შტაბი, ომის ერთიანი მოგება, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას და ერთიანი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას. როგორც ვაშაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, მათი მიზანია საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას. “ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები. საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით და ამ საინფორმაციო ომს ერთობლივი ძალებით […]